22 ნოემბერი, 2018

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მიერ დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

კონფერენციაზე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგები და პედიატრები  მესამეული დონის ნეონატოლოგიური სამსახურის 5 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ და დღენაკლულ ახალშობილთა მკურნალობის უახლეს მეთოდებზე ისაუბრებენ, განხილული  იქნება იმ პაციენტების შედეგები, რომლებიც 1000 გრამამდე მასით ღრმა დღენაკლულები დაიბადნენ და  სამედიცინო ცენტრიდან ჯანმრთელები გაეწერნენ

2013 წელს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მეიოს კლინიკის წარმომადგენლების მიერ მესამეული დონის ნეონატოლოგიური სერვისი დაინერგა, რომელიც ახალშობილთა გადაუდებელ  მკურნალობას  უახლესი გაიდლაინებით გულისხმობს 

ნეონატოლოგიური განყოფილება გახსნიდან დღემდე 3000-მდე დღენაკლულ ახალშობილს, საშუალო მასით 400-2500 გრამამდე, გაუწია სრული ნეონატალური სერვისი.