15 ნოემბერი, 2021

ანტენატალური პროგრამა ორსულთათვის

რას გულისხმობს ორსულთა მონიტორინგის პროგრამადა ვის შეუძლია მასში ჩართვა?

ანტენატალური მეთვალყურეობის ძირითადი მიზანია დედისათვის მინიმალური რისკებით ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების უზრუნველყოფა. ამისთვის კი საჭიროა:

  • გესტაციური, ანუ ორსულობის ვადის ზუსტი განსაზღვრა
  • დედის ან ნაყოფის ავადობისა და სიკვდილობის მომატებული რისკის იდენტიფიცირება
  • დედისა და ნაყოფის მდგომარეობის შეფასება
  • პრობლემების დროული იდენტიფიცირება  და ადექვატური ინტერვენცია მკვდრადშობადობის პრევენციის ან შემცირების მიზნით
  •  ინფორმაციის მიწოდება, მხარდაჭერა და გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება

 

ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ყველა ორსული იმისთვის, რომ რისკები ბოლომდე იქნეს დაზღვეული.

 

რა ვადაზეა რეკომენდირებული პროგრამაში ჩართვა?

 

ანტენატალური მეთვალყურეობა დაწყებულ უნდა იქნას ორსულობის I ტრიმესტრში,

(ორსულობის 10 კვირის ვადისათვის) რადგან ძირითადი სკრინიგული  და დიაგნოსტიკური ტესტები  სწორედ ორსულობის ამ ვადაზე უნდა ჩატარდეს. პროგრამაში ჩართვის მაქსიმალური ვადა არის 12 კვირა და 6 დღე. 

 

თუმცა, პირველი ანტენატალური ვიზიტის უფრო ადრე ვადაზე განხორციელება არანაკლებ მნიშვნელოვანია საბაზისო მონაცემების (მაგ. სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა, პროტეინურიის ხარისხი და სხვ.) შეფასებისა და სოციალური დახმარების გაწევის მიზნით.

 

პირველი ვიზიტის დროს სრულყოფილად  უნდა:

  • შეგროვდეს ორსულის ანამნეზი
  • დაადგინდეს გესტაციური ასაკი
  • ჩატარდეს ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის საშვილოსნოს ყელის სარკეებში დათვალიერება და საშოსმხრივი გასინჯვა
  • ჩატარდეს სავალდებულო  სკრინინგული და დიაგნოსტიკური ტესტები

 

ამ მდგომარეობების ადრეული გამოვლენა იძლევა შესაძლებლობას, განიხილოს ადექვატური  მართვის საკითხები, ჩაატაროს უარყოფითი გამოსავლის პრევენციის ან მინიმიზაციის მისაღწევი ინტერვენციები.

პროგრამის ფარგლებში იფარება 8 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის 13 0/7 კვირამდე, 18 0/7 – 20 6/7, 26 0/7 – 26 6/7, 30 0/7 – 30 6/7, 34 0/7 – 34 6/7, 36 0/7 – 36 6/7, 38 0/7 – 38 6/7 და 40 0/7 – 40 6/7 კვირის ვადაზე), რაც მოიცავს:

 

ვიზიტი N1

  • მეან-გინეკოლოგისკონსულტაცია;
  • სისხლისსაერთოანალიზი;
  • შარდისკულტურალურიგამოკვლევა;
  • სისხლისჯგუფისადარეზუს-კუთვნილებისგანსაზღვრა;
  • რეზუსანტისხეულებზეტესტირებარეზუსუარყოფითისისხლისკუთვნილებისქალებში;
  • სკრინინგულიტესტები (B ჰეპატიტისვირუსი, C-ჰეპატიტისვირუსი, აივინფექციადასიფილისი);
  • ულტრაბგერითიგამოკვლევა


ვიზიტი
N2

  • მეან-გინეკოლოგისკონსულტაცია;
  • ულტრაბგერითიგამოკვლევა.


ვიზიტი N3

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
  • ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
  • რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში;
  • სკრინინგი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მიზნით.

ვიზიტი N4

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

 

ვიზიტი N5

  • ამეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

 

ვიზიტი N6

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
  • ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

 

ვიზიტი N7

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

 

ვიზიტი N8

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

 

ანტენატალური პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე T: 255 05 05

პროგრამაში უფასოდ ჩართვა შეგიძლიათ ევექსის შემდეგ კლინიკებში:

 

თბილისი

  • ქ. თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ. №40
  • ქ. თბილისი, ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ.№30

კახეთი 

  • ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №78ა
  • ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №3ა

აჭარა 

  • ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ.№20
  • რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1
  • რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
  • რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

იმერეთი

  • ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
  • ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10
  • რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16

სამეგრელო

  • ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1
  • ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143
  • ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111
  • ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6
  • ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6
  • ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2

სამცხე-ჯავახეთი

  • დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11
  • დაბა ასპინძა, შალვა ახალციხის ქ. N 1/ა
  • ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48

შიდა ქართლი

  • ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30