05 მარტი, 2018

ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ნეიროვასკულარული ფორუმი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გაიმართა

პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ნეიროვასკულარული ფორუმი თემაზე "თავის ტვინის ანევრიზმებისა და არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულური მკურნალობა" ჩატარდა.

სასწავლო კურსი 2-3 მარტს გაიმართა და მას ლატვიიდან და რუსეთიდან მოწვეული ექსპერტები დაესწრნენ, რომლებმაც ტვინის ანევრიზმის ენდოვასკულარული მკურნალობის შესაძლებლობებზე მოხსენებები წაიკითხეს.

2 დღიანი ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ოთხი საჩვენებელი ოპერაცია. 2 მარტს დამსწრე ნეიროქირურგებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ ედევნებინდათ თვალყური, უახლესი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევას- არტერიო ვენოზური მალფორმაციის ემბოლიზაციას PHIL™ Liquid Embolic - ის გამოყენებით, ხოლო 3 მარტს შესრულდა საჩვენებელი ოპერაცია „ანევრიზმის ემბოლიზაცია“. სასწავლო კურსის ფარგლებში მიმდინარე ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგმა მირზა ხინიკაძემ ჩაატარა.

ფორუმში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ნეიროქირურგს შეეძლო.

საქართველოში ნეიროვასკულარული ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის მიმართულებით - მაიკროვეშენი-ტერუმო (Microvention-terumo) და სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში.