ვიტამინებისა და საკვები დანამატების მიღება

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი და მინერალი ბავშვებისათვის

  • A ვიტამინი ხელს უწყობს ნორმალურ ზრდას და განვითარებას; ქსოვილების და ძვლების აღდგენას; და ასევე განაპირობებს კანის და თვალების სიჯანსაღეს და სწორ იმუნურ რეაქციებს. A ვიტამინის კარგი წყაროა რძე, ყველი, კვერცხი და ყვითელი ან ნარინჯისფერი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, გოგრა, გარგარი.
  • B ჯგუფის ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინები - B2, B3, B6 და B12–ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ენერგიის წარმოებას, ჯანსაღ გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. B ვიტამინის კარგი წყაროა ხორცი, ქათამი, თევზი, თხილი, კვერცხი, რძე, ყველი, ლობიო და სოიო.
  • ვიტამინი ხელს უწყობს კუნთების, შემაერთებელი ქსოვილების და კანის სიჯანსაღეს. C ვიტამინის კარგი წყაროა ციტრუსები, მარწყვი, კივი, პამიდორი და მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, ისპანახი, სალათის ფურცლები.
  • ვიტამინი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ფორმირებას და ეხმარება სხეულს კალციუმის შთანთქმაში. კარგი წყაროებია რძე და სხვა რძის პროდუქტები და თევზის ზეთი. D ვიტამინის საუკეთესო წყაროა მზის სხივები, რადგან D ვიტამინი ჩვენს კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
  • კალციუმი ეხმარება ბავშვის ზრდის პროცესში ძლიერი ძვლების ჩამოყალიბებაში. კარგი წყაროა რძე, ყველი, მაწონი და მწვანე ბოსტნეული.
  • რკინა ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედებისთვის. რკინის უკმარისობა განსაკუთრებით დამახასიათებელია მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში, როდესაც მენსტრუაცია ეწყებათ. კარგი წყაროებია ძროხის ხორცი, ინდაური, ღორის ხორცი, შპინატი, ლობიო და შავი ქლიავი.

მულტივიტამინების მიღება არ არის საჭირო ჯანმრთელი ბავშვების უმეტესობისთვის, რომლებიც ნორმალურად იზრდებიან

საკვები წარმოადგენს ყველა საჭირო ნივთიერების საუკეთესო წყაროს. მისი რეგულარული მიღება და წახემსება  ბავშვს მათთვის აუცილებელ ყველა საჭირო ნივთიერებას აძლევს. თუმცა პატარა ბავშვების უმეტესობა ძალიან პრეტენზიული მჭამელია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად აღენიშნებათ საჭირო ნივთიერებების ნაკლებობა.

ბევრი ჩვეულებრივი საკვები - ბურღულეულის, რძის და წვენების ჩათვლით, რომელსაც საუზმეზე ვიღებთ - გაჯერებულია ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, როგორიცაა B ვიტამინი, D ვიტამინი, კალციუმი და რკინა. აქედან გამომდინარე თქვენი ბავშვი შესაძლოა იმაზე მეტ ვიტამინებსა და მინერალებს იღებდეს ვიდრე თქვენ გგონიათ.

D ვიტამინის დამატება ჩვილ ბავშვებში

ადამიანის რძე შეიცავს D ვიტამინს კონცენტრაციით  25 საერთაშორისო ერთეულს (IU) ან ნაკლებს ერთ ლიტრზე გაანგარიშებით. შესაბამისად, რეკომენდირებულია ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის  დღეში  400 IU-ს  D ვიტამინის დამატება.  ზოგადად, D ვიტამინის შემცველი სუსპენზიების ერთ წვეთში ამ ვიტამინის საჭირო რაოდენობა არის წარმოდგენილი. თუ ჩვილი ბავშვი D ვიტამინით გამდიდრებულ ხელოვნურ კვებაზეა (ანუ, დღეში არანაკლებ 1000 მილილიტრ ასეთი სახის საკვებს იღებს), ან ბავშვი ერთი წლის ან მეტი ასაკისაა, და D ვიტამინის დანამატის შემცველ  რძეს იღებს, ამ ვიტამინის შემდგომი შევსება საჭირო აღარაა. 

არასოდეს მისცეთ თქვენს შვილს ვიტამინები ან დანამატები ექიმის დანიშნულების გარეშე

მულტივიტამინები აბსოლუტურად უსაფრთხო არაა. ვიტამინების და მინერალების გადაჭარბებული დოზა შესაძლოა ტოქსიური იყოს. ამას გარდა, ზოგიერთი ვიტამინი და მინერალი შეიძლება რეაქციაში შევიდეს იმ მედიკამენტთან, რომელსაც შესაძლოა თქვენი ბავშვი იღებდეს.

მულტივიტამინი შესაძლოა სასარგებლო იყოს თქვენი ბავშვისთვის იმ შემთხვევაში, თუ:

  • მას აღენიშნება ჩამორჩენა ფიზიკურ განვითარებაში
  • მას აღენიშნება რაიმე ქრონიკული დაავადება ან ალერგია გარკვეულ საკვებზე, და არის მკაცრ დიეტაზე
  • ის არის განსაკუთრებით აქტიური ბავშვი და დაკავებულია სპორტით, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს 
  • ბავშვები, რომლებიც რეგულარულად არ იღებენ კარგად დაბალანსებულ საკვებს.
  • ბავშვები, რომლებიც მიირთმევენ სწრაფი კვების საჭმელს, ნახევარფაბრიკატებს და მზა პროდუქტებს
  • ბავშვები, რომლებიც სვამენ დიდი რაოდენობით გაზიან სასმელებს, რომლებიც ორგანიზმს აცლიან ვიტამინებს და მინერალებს

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს აძლევთ ვიტამინებს გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • შეინახეთ ვიტამინები ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, რათა მათ არ ჩათვალონ, რომ ეს კამფეტია და თვითნებურად მიიღონ იგი.
  • თუ თქვენი ბავშვი იღებს რაიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ თქვენს ექიმს აღნიშნული მედიკამენტის ურთიერთქმედებაზე კონკრეტულ ვიტამინებთან ან მინერალებთან.
  • უმჯობესია დაელოდოთ სანამ თქვენი ბავშვი გახდება 4 წლის და შემდეგ მისცეთ ვიტამინები ან დანამატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი ექიმი დაუნიშნავს ბავშვს ვიტამინებს. .