პირველადი დახმარება კრუნჩხვის დროს ბავშვებში

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

ბავშვებში კრუნჩხვა უხშირესად  გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, იხსნება  თავისით , ყოველგვარი ჩარევის გარეშე და ძალზე იშვიათად არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რისი გაკეთებაა საჭირო ამ  დროს.

  • პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
  • სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს გამოიძახონ სასწრაფო დახმარება.
  • მოათავსეთ ბავშვი ისე, რომ კრუნჩხვის დროს არ დაზიანდეს ახლომდებარე საგნებთან შეჯახებით.
  • დაწვინეთ ბავშვი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ასეთ პოზიციაში მას არ გადასცდება ნერწყვი ან ნაღებინები მასები.
  • გაათავისუფლეთ სხეული მოჭერილი ტანსაცმლისგან.
  • ნუ შებოჭავთ ბავშვს კრუნჩხვის დროს, ამით კრუნჩხვას ვერ შეაჩერებთ და შეიძლება ხელი შეუწყოთ მეტი დაზიანების განვითარებას.
  • ნუ ეცდებით გაუხსნათ პირი ძალის გამოყენებით, ან გამოუწიოთ ენა, ვინაიდან ის „არ იყლაპება“. ასეთი ქმედებით თქვენ შეიძლება უფრო მეტი ზიანი  მიაყენოთ ბავშვს.
  • არ დაალევინოთ სითხე ან მედიკამენტი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ბავშვი ბოლომდე გამოფხიზლებულია.
  • კრუნჩხვის დასრულების შემდეგ კუნთები დუნდება, ამიტომ მნიშვენელოვანია, რომ ბავშვი სრულ გამოფხიზლებამდე იწვეს გვერდზე. ასეთ პოზიციაში თავიდან იქნება აცილებული ნერწყვის ან ნაღებინები მასების გადაცდენა. გარდა ამისა სუნთქვა მაქსიმალურად გაადვილებულია.
  • დარჩით ბავშვის გვერდით სრულ გამოფხიზლებამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
  • ეცადეთ ჩაინიშნოთ კრუნჩხვის ხანგრძლივობა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ექიმისთვის.