ბავშვის სწორი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

რას ნიშნავს ბავშვის განვითარება?

ბავშვის განვითარება არის პროცესი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს. ეს პროცესი მოიცავს ისეთი უნარების სწავლას და დაუფლებას, როგორიცაა ჯდომა, სიარული, ლაპარაკი, ხტომა და ფეხსაცმლის შეკვრა. ბავშვები სწავლობენ ამ უნარებს, რომლებსაც განვითარების ნიშანსვეტებს უწოდებენ, პროგნოზირებადი დროის პერიოდების განმავლობაში.   

 

ბავშვთა უნარების განვითარების ხუთი ძირითადი სფერო:

1. შემეცნებითი განვითარება - ნიშნავს ბავშვის უნარს ისწავლოს და გადაჭრას პრობლემები. მაგალითად, აქ იგულისხმება ორი თვის ბავშვის მიერ გარემოს შესწავლა ხელებისა და თვალების მეშვეობით, ან ხუთი წლის ბავშვის მიერ მარტივ მათემატიკურ პრობლემასთან გამკლავების სწავლა.   

2. სოციალური და ემოციური განვითარება - ნიშნავს ბავშვის უნარს იურთიერთოს სხვებთან, მათ შორის საკუთარი თავის დახმარებას და თვითკონტროლს. ამ ტიპის განვითარების მაგალითებია: ექვსი კვირის ბავშვის ღიმილი, ათი თვის ბავშვის დამშვიდობებისას ხელის დაქნევა, ხუთი წლის ბავშვის მიერ სკოლის თამაშებში რიგითობის დაცვა.

3. მეტყველებისა და ენის განვითარება - ნიშნავს ბავშვის უნარს გაიგოს და გამოიყენოს ენა. მაგალითად, 12 თვის ბავშვის მიერ პირველი სიტყვების წარმოთქმა, ორი წლის ბავშვის მიერ თავისი სხეულის ნაწილების დასახელება, ხუთი წლის ბავშვის მიერ სწორად ლაპარაკის სწავლა („ფეხები“ და არა „ფეხნი“)

4. წვრილი მოტორული უნარების განვითარება - ნიშნავს ბავშვის მიერ მცირე კუნთების, განსაკუთრებით, ხელების და თითების გამოყენებას მცირე საგნების ასაღებად, კოვზის დასაჭერად, წიგნის გადასაფურცლად, ფერადი ფანქრით დასახატად.

5. მსხვილი მოტორული უნარების განვითარება - ნიშნავს ბავშვის მიერ დიდი კუნთების გამოიყენებას. მაგალითად, ექვსი თვის ბავშვი სწავლობს დახმარებით ჯდომას, 12 თვის ბავშვი ცდილობს დადგეს ავეჯზე დაყრდნობით, ხუთი წლის ბავშვი სწავლობს ხტომას.   

რას ნიშნავს განვითარების ნიშანსვეტი?

განვითარების ნიშანსვეტი ნიშნავს უნარს, რომელცას ბავშვი იძენს კონკრეტული დროის მონაკვეთში. მაგალითად, განვითარების ერთერთი ნიშანსვეტია სიარულის სწავლა. ბავშვების უმეტესობა სწვლობენ ამ უნარს ან განვითარების ნიშანსვეტს 9 -15 თვის ასაკში. 

ნიშანსვეტების განვითარება ხდება თანმიმდევრულად. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა უნდა განავითაროს გარკვეული უნარები, სანამ განავითარებს ახალ უნარებს. მაგალითად, ბავშვებმა ჯერ უნდა ისწავლონ ხოხვა და წამოდგომა, სანამ შეძლებენ სიარულს. ბავშვის მიერ შეძენილი ყოველი ახალი ნიშანსვეტი ეფუძნება მის მიერ განვითერებულ ბოლო ნიშანსვეტს.

რა არის ტიპიური ნიშანსვეტები, ან უნარები, რომლებსაც ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა ასაკში?

ადამიანის ტვინი არ არის სრულად განვითარებული დაბადებისას, მაგრამ ძალზედ სწრაფად იზრდება პირველი წლების განმავლობაში. ამ პერიოდში თქვენი ბავშვი სწავლობს ახალი უნარების ყველა სახეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ ბავშვები იძენენ განვითარების ნიშანსვეტებს ან უნარებს კონკრეტული დროის მონაკვეთში, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ როდის შეისწავლიან ბავშვები სხვადასხვა უნარებს.  

რა მოხდება, თუ ბავშვის განვითარება არ შეესაბამება განვითარების ნიშანსვეტს?

ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია და შეიძლება განავითაროს ნიშანსვეტები თავის თანატოლებზე ცოტათი ადრე ან გვიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველი ბავშვი უნიკალურია და ვითარდება საკუთარი ტემპით.   

თუმცა, არსებობს გარკვეული დროის ბლოკები, როცა ბავშვების უმეტესობა შეესაბამება გარკვეულ ნიშანსვეტს. მაგალითად, ბავშვები სწავლობენ სიარულს 9 – 15 თვის ასაკში. ამიტომ, თუ თქვენი ბავშვი 13 თვის ასაკში ჯერ არ დადის, სანერვიულო არაფერია, თუ ის ხოხავს და ცდილობს ადგომას. მან შეიძინა ის უნარები, რომლებიც მას ესაჭიროება სიარულის სწავლისთვის და, სავარაუდოდ, მალე გაივლის. თუმცა, თუ თქვენი 15 თვის ბავშვი ჯერ არ დადის, სასურვლია მიმართოთ პედიატრს, რათა გამორიცხოთ სამედიცინო ან განვითარების პრობლემები.

როგორ დავეხმარო ბავშვს შეესაბამებოდეს განვითარების ნიშანსვეტებს?

ერთერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ჩვენი შვილების განვითერებაზე, მათი გენეტიკაა. ბავშვები იბადებიან შესაბამისი გენებით, რომლებიც აყალიბებენ მათ თვისებებს. მაგალითად, გენები განსაზღვრავს თუ რა ფერის თვალები ექნება ბავშვს - ცისფერი თუ ყავისფერი; იქნება ის ცაცია თუ არა. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, გარემოა. ეს ნიშნავს იმ გამოცდილებას, რომელსაც ბავშვი იძენს სახლში, სკოლაში და საზოგადოებაში.

ჩვენ ხშირად ვთვლით, რომ უნდა ვიყიდოთ განსაკუთრებული სათამაშოები და თამაშები ჩვენი ბავშვის განვითარების სტიმულირების მიზნით, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური აქტივობები თქვენ ბავშვთან მისი გონებრივი განვითარების სტიმულირებისთვის: 

  •  მიეცით თქვენ ბავშვს ბევრი სიყვარული და ყურადღება.
  • იურთიერთეთ თქვენ ბავშვთან საუბრის, სიმღერის, თამაშის და კითხვის გზით. თქვენ ბევრს შეიტყობთ თქვენი ბავშვის ინტერესების და უნარების შესახებ.
  • წაუკითხეთ წიგნები. კვლევების მიხედვით, ბავშვებმა, რომლებსაც მშობლები უკითხავენ, უფრო მეტი სიტყვა იციან, ვიდრე სხვა ბავშვებმა. კითხვა ასევე უხსნის ბავშვებს ცხოვრების ახალ ხედვას ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ. 
  • შეზღუდეთ ტელევიზორის და ვიდეოს ყურება 1-2 საათამდე დღეში.

განვითარების ნიშანსვეტი

 

უხეში მოტორული

ნატიფი მოტორული

მეტყველება

სოციალური/

ადაპტაციური

1 თვე

მუცელზე დაწოლილი წევს თავს

თვალებით შუაში ფიქსაცია

გამოსცემს ხმებს

უყურებს სახეებს, , იღიმება ზოგადად 6 კვირისთვის

2 თვე

თავს წევს 45° და მუცელზე წოლისას შლის ხელებს

თვალების ფიქსაცია მცირე ზომის საგნებზე, ეჭიდება ტანსაცმელს

ღუღუნებს

ზოგადი ღიმილი

4 თვე

მუცელზე დაწოლილს შეუძლია თავის და სხეულის ზედა ნაწილის აწევა, თავი არ ჩამორჩება, მუცლიდან ზურგზე გადაგორება

ხელები ერთად, ნივთებს იდებს პირში

ხმაზე პასუხობს, კივის

ხელებით თამაშობს, ნებაყოფლობით უშვებს საგნებს ხელს

6 თვე

დახმარების გარეშე წამოჯდომა და ჯდომდა

სათამაშოებისკენ მიიწევს,

ულნარული მოჭიდვა

გამოსცემს ბგერებს, რეაგირებს სახელზე, იმიტირებს სხვადასხვა ხმებს

უცხოების გარემოში შფოთავს

8 თვე

დახმარებით დგება

ერთი ხელიდან მეორე ხელში გადააქვს

მამა/დედა (არამიზანმიმართულად)

8.5 თვე ხელის ქნევით  დამშვიდობება

9 თვე

ცოცავს, სხეულს წევს ავეჯისკენ??

ხელით იღებს საგნებს (ნატიპად არა)

გაუაგებარ სიტყვებს ამბობს

ზომის მიხედვით ალაგებს საგნებს ერთმანეთში, განიცდის მშობლებისგან დაშორების

10 თვე

11 თვისთვის დადის მოკლე მანძილზე ერთი საგნიდან მეორე საგნამდე

მიზანმიმართულად იღებს საგნებს თითებით (Pincer grasp)

მამა/დედა

(მიზანმიმართულად)

თამაშობს „ჭიტას“

12 თვე

მარტო ან დახმარებით დადის

ისვრის

იცის რამოდენიმე სიტყვა, ამბობს მამა/დედა

ჭიქიდან სვავს

15 თვე

კარგად დადის, შეუძია უკუსვლა

ბღაჯნის, 2-3 კუბიკიან კოშკებს აშენებს

თითს იშვერს, მარტივ მითითბებს ასრულებს

ეხუტება მშობლებს, იყენებს კოვზს/ჩანგალს,იხდის ტანსაცმელს

18 თვე

დარბის, ადის კიბეებზე, ბურთს ურტყავს ფეხს

3-4 კუბიკიან კოშკებს აშენებს

ამბობს 10 სიტყვას

დამოუკიდებლად ჭამს, დახმარებით იხეხავს კბილებს, შეუძია სხეულის სხვადსხვა ნაწილებზე მითითება

2 წელი

ადის და ჩადის კიბეებზე, თავის ზემოდან ისვრის ბურთს, დახტის

ფანქრით ხაზვის ინიცირება, 6 კუბიკიან კოშკებს აშენებს

2-3 სიტყვიანი ფრაზები, მეტყველების 25% გასაგებია

ისმენს ზღაპრებს, პარალელური თამაში

2.5 წელი

ფეხის წვერებზე დადის

8 კუბიკიან კოშკებს აშენებს

იცის სახელი, მეტყეველების 50% გასაგებია

ღამემშრალია, 2-3 წლისთვის გაწვრთნილია

3 წელი

კიბეებზე ადის ფეხების მონაცვლეობით, ერთ ფეხზე დგება, დადის სამ ბორბლიანი ველოსიპედით

წრის და ჯვრის დორმის გადახატვა, ირჩევს მემარჯვენეა თუ მემარჩხენე

ამბობს 3 სიტყვიან ფრაზები, იცის საკუთარი ასაკი და სქესი, მეტყველების 75% გასაგებია

სხვებთან ერთად თამაშობს, უზიარებს სხვებს სათამაშოებს, ნაწილობრივ იცვავს ტანსაცმელს

4 წელი

ერთ ფეხზე ხტუნაობს

ოთხკუთხედის გადახატვა, მაკრატლის გამოყენება

ყვება ზღაპარს,სხვავს კითხვებს, სრულიად  იცის საკუთარი სახელი და გვარი, მეტყველების 90% გასაგებია

ინტერაქტიული თამაში, სხვადასხვა პერსონაჟების თამაში, დამოუკიდებლად  დადის საპირფარეშოში, დამოუკიდებლად იცმევს, დამოუკიდებლად იხეხავს კბილებს

5 წელი

ხტომა, დადის დამხმარე ბორბლების მქონე ორ ბორბლიანი ველოსიპედით

სამკუთედის გადახატვა, ფეხსაცმლის თასმის შეკვრა, სახელის დაწერა, ხატავს ადამიანს (6 ნაწილით)

ასახელებს 4 ფერს, გასაგები მეტყველება, ანბანის ჩამოთვლა

თამაშობს წესებიან შეჯიბრებეში