ანაფილაქსიური შოკი, კრუპი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, ფებრალური გულყრა

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი კრიტიკულ სიტუაციაში?

ანაფილაქსიური შოკი - ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრის შემდეგ განვითარებული დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. იგი განისაზღვრება, როგორც სერიოზული ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც იწყება სწრაფად და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

ანაფილაქსიის დიაგნოზი ეფუძნება უპირველეს ყოვლისა კლინიკურ სიმპტომებს და ნიშნებს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.

პირველ ეტაპზე, საჭიროა სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება. პაციენტს ვათავსებთ მარჯვენა გვერდზე, ოდნავ გადაწეული თავით. თუ ანაფილაქსია განპირობებულია ნაკბენით(მაგ.გველის ნაკბენი), ნაკბენის ზემოთ ვათავსებთ ლახტს. კანქვეშ ან ვენაში შეგვყავს ადრენალინი (ეპინეფრინი) შესაბამის დოზებში. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სხვადასხვა ალერგიული ფაქტი(მაგ. ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება), მას თან ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადრენალინის შესაბამისი დოზა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მონაცემებით ანაფილაქსიური შოკი შეიძლება განუვითარდეს 10,100-დან 2-3 შემთხვევაში.

კრუპი ხორხისა და ქვემო სასუნთქი გზების ანთებით და შეშუპებით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მოხრჩობის შეგრძნებით და ჩახლეჩილი ხმით ხველით. შეიძლება იყოს ვირუსული ე.წ. ცრუ კრუპი (პარაგრიპი, გრიპი, რინოვირუსი) და ბაქტერიული ე.წ. ჭეშმარიტი დიფტერიული კრუპი, ჰემოფოლური ჩხირით განპირობებული ეპიგლოტიტი.

უფრო ხშირად კრუპი ვირუსულია და ძირითადად ვითარდება 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. მისთვის დამახასიათებელია ჩახლეჩილი ხმით (ძაღლისმიერი - ყეფვითი ხასიათის) ხველა, უეცრად, განსაკუთრებით ღამის საათებში. საშიშროების ნიშნებია: შეუპოვარი ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია), კანის მოლუჯო ელფერი(ციანოზური), სუნთქვის გახშირება 80-ზე ზემოთ 1 წუთში.

ბავშვი უნდა გავიყვანოთ გარეთ და ვასუნთქოთ ცივი ჰაერი. კიდურები ჩავაყოფინოთ თბილ აბაზანაში, რათა მოხდეს სიცხის ნაკადის დეცენტრალიზაცია. პერორალურად შესაძლებელია ჰორმონის (დექსამეტაზონის 0,6 მგ) მიღება. საშიშროების ნიშნების შეფასების მიზნით აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ვირუსული კრუპის შემთხვევები საკმაოდ ხშირია გვიან შემოდგომაზე და ადრეულ გაზაფხულზე. უფრო ხშირია კრუპის I ხარისხი, რომელიც ჰოსპიტალიზაციის გარეშე, სახლის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მოიხსნას.

ურტიკარიაანუ ჭინჭრის ციება ვითარდება ალერგენთან კონტაქტის შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია ჭინჭრის დასუსხვის მსგავსი ჰიპერემიული (წითელი) გამონაყარი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთი, დღე ან თვე.

ქავილის შემდეგ გამონაყარი ძლიერდება. ურტიკარია ითვლება ქრონიკულად თუ გამონაყარი რჩება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. გამონაყარი სხვადასხვა ფორმის და ზომისაა. იგი შეიძლება ლოკალური უბნებიდან გავრცელდეს მთელ ტანზე, ძირითადად გვხვდება ხელებზე, ფეხებზე და სახეზე. 

ცალკე შეიძლება გამოიყოს ალერგიული წარმოშობის ურტიკარია:
  • სიცივის ურტიკარია
  • სითბოს ურტიკარია
  • წნევის მოქმედების შედეგად განვითარებული
  • მზის სხივების მოქმედების შედეგად განვითარებული
  • ვიბრაციული ურტიკარია და კვინკეს შეშუპება
  • აქვაგენური ურტიკარია
კვინკეს შეშუპება მსგავსია ურტიკარიისა, თუმცა მისთვის არ არის დამახასიათებელი სიწითლე და ქვილი. კვინკეს შეშუპების დროს ალერგიული რეაქცია ვრცელდება უფრო ღრმა ქსოვილებზე.

მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს. ამ დროს აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია და სიმძიმის შეფასების მიხედვით ჰოსპიტალიზაცია.

ფებრალურ გულყრაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, თუ ის განვითარდა 38 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე და ბავშვს ანამნეზში აქვს ეპილეფსიური გულყრები. იგი ვითარდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძირითადი მიზეზებია რესპირაციულ ვირუსული ინფექცია და აცრის შემდგომ განვითარებული ფებრალური მდგომარეობები.
  • ფებრალური გულყრის დროს ბავშვი უნდა მოვათავსოთ მყარ ზედაპირზე, მარჯვენა გვერდზე, რათა თავიდან ავიცილოთ საკვები მასების ასპირაცია.
  • არ უნდა გავაღებინოთ პირი ხელით ან მეტალის სხვადასხვა საშუალებით (კოვზი, დანა)
  • ოთახი სწრაფად უნდა გავანიავოთ
  • გამოვიყენოთ ტემპერატურის დაწევის ფიზიკური მეთოდები
  • სიცხის დამწევი საშუალებები მივცეთ მხოლოდ ფებრალური გულყრის ჩათავების შემდგომ.
მშობლებს ვურჩევ, არ დაიბნენ, არ აყვნენ პანიკას და არ მიატოვონ ბავშვი კრიტიკულ სიტუაციაში.