ადრეული ასაკის ბავშვის განვითარება

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

ადრეული ასაკი, ისევე როგორც მოზარდობა, ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ამ დროს წარმოქმნილი პრობლემები, განვითარების  თუნდაც უმნიშვნელო შეფერხებები განსაკუთრებულ კვლას ტოვებენ შემდგომ მთელ ცხოვრებაზე. მშობლები შვილების განვითარების საუკეთესო შემფასებლები არიან. უბრალოდ მათ უნდა იცოდნენ რა არის ტიპიური, მოსალოდნელი გზა და როდის უნდა შეშფოთდნენ, ვის მიმართონ დახმარებისათვის და თავად როგორ შეუწყონ ხელი შვილების განვითარებას.

განვითარების ტიპიური, ნორმალური ტრაექტორია გულისხმობს ასაკის შესაბამისი ყველა უნარის დროულ ჩამოყალიბებას. მშობლებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ბავშვის განვითარების  ნორმალური ტრაექტორიის შესახებ. ეს გზა მოიცავს სხვადასხვა სფეროს ნიშანსვეტებს: მაგ. თავის დაჭერა, გადატრიალება, პირველი გააზრებული სიტყვა, პირველი ორსიტყვიანი წინადადება და ა.შ. სასურველია მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ ბავშვის ადრეული განვითარების საკითხებზე, რადგან მშობელია პედიატრის ძირითადი წყარო ინფორმაციის მოძიებისას. პედიატრის მიერ დადასტურებული თუნდაც მცირე შეფერხება დაკვირვების, მართვისა და ადრეული  ჩარევის საწინდარი შესაძლოა გახდეს.

ჩვენი მორიგი შეხვედრა ადრეულ ( სკოლამდელი ასაკი) ასაკს  ეძღვნება. თქვენ გაიგებთ როგორ უნდა ვითარდებოდეს თქვენი შვილი ამ პერიოდში, რა არის ტიპიური განვითარება, და რა არის საშიშროების ნიშნები ამ ასაკში. აგრეთვე გაიგებთ თუ რას ნიშნავს განვითარების სტიმულაცია და რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენი შვილისათვის.