ევექსის შესახებ

“ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

„ევექსის კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 35 კლინიკას, საიდანაც 16 პოლიკლინიკა, ხოლო 19 მცირე ზომის კლინიკაა. ორივე ერთეული პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს.  კლინიკების მიმართულებით მომსახურებების სპექტრი უფრო მაღალია და ტარდება მცირე ოპერაციებიც. პოლიკლინიკებში კი პაციენტებს სრული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.

“ევექსი კლინიკებს” ქსელურობა საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

კომპანიის ხედვაა სამედიცინო ცოდნით, პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით მოხდეს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ახლებური მიდგომების ჩამოყალიბება.

კომპანიის მისიაა შექმნას ჯანსაღი მომავალი. მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომობით.  



ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობებია:

  • სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია/ფოკუსირება;
  • პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ორიენტაცია;
  • სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • მტკიცებულებაზე დამყარებული სრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვა;
  • სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ექსკლუზიური თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან;