ანგიოქირურგია

ევექსის ქსელის ანგიოლოგიური მიმართულება განსაკუთრებულად განვითარებულია, სადაც ძირითადი ჩარევები ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ხდება დიაგნოზის სწრაფი დასმა და პრობლემის მოგვარება, როგორც ენდოვასკულარული მეთოდით( ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის გარეშე)  ასევე ღია წესით.

ჩვენს ქსელში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება მტკიცბულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიდგომების გამოყენებით ისეთი რთული დაავდებების დროს როგორიც არის: ათეროსკლეროზი , ანევრიზმა, სისხლძარღვთა სხვადასვა პათოლოგიები და ა.შ.

ევექსის სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ღია, ენდოვასკულური და ჰიბრიდული ოპერაციები:

  • თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმის კორექცია ხელოვნური ხაზოვანი პროთეზით;
  • თორაკო-ბიფემორალური შუნტირება მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის თრომბოზის  დროს. ეს ოპერაცია დღემდე  საქართველოში შესრულებულია გაგა კეშელავას მიერ მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში (სულ ოთხი ოპერაცია);
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − ხაზოვანი პროთეზირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − აორტო-ბიფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − აორტო-მონოფემოილიაკური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია აორტო-მონოფემორალური მონოილიაკური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • აორტო-ფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • ჯვარედინი ფემორო-ფემორალური შუნტირება;
  • ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება აუტოვენით/ ხელოვნური პროთეზით;
  • საძილე არტერიების ენდარტერექტომია;
  • შიგნითა საძილე არტერიის შუნტირება აუტოვენით.

ენდოვასკულური ოპერაციები

  • გულმკერდის დაღმავალი აორტის სტენტგრაფტირება;
  • მუცლის ინფრარენული სეგმენტის სტენტგრაფტირება;
  • მუცლის ინფრარენული სეგმენტისა და თეძოს არტერიების სტენტგრაფტირება;
  • თეძოს არტერიების სტენტირება;
  • ბარძაყის არტერიების სტენტირება.

ჰიბრიდული ოპერაციები

  • გულმკერდის აორტის დაღმავალი სეგმენტის სტენტგრაფტირება, მუცლის აორტის ინფრარენული ანევრიზმის კორექცია, აორტო-ბიფემორალური შუნტირება;
  • თეძოს არტერიის სტენტირება, ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება.
View more

კონსტანტინე მაისაია

გასტროენტეროლოგი

Didi Dighomi Polyclinic. 16 Petritsi str., Tbilisi

Didube Polyclinic. 141a, Tsereteli avenue, Tbilisi

View more

ქეთევან ჩიქოვანი

გასტროენტეროლოგი

Isani Polyclinic. Tbilisi, 69, Ketevan Tsamebuli ave.

View more

ლალი ბურკიაშვილი

მიმღების ექიმი

Kvareli Hospital. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ.