Evex Services

Latest news

See more

08 May, 2022

ვაზისუბანში ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

ევექსი კლინიკებმა ისანი-სამგორის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიკლინიკა გახსნა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების რიგით 34-ე ახალი პოლიკლინიკა ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში მდებარეობს. ადგილზე, მომხმარებლებს შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ. რაც გულისხმობს, ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.
All news